izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
15 აგვისტო, 2018
10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვი სტრესს განიცდის- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

სკოლა ან ბაღი, სპორტული და ხელოვნების წრეები, ინფორმაციისა და ახალი შთაბეჭდილებების ნაკადი, და ამასთანავე გაუთავებელი მოთხოვნები მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან... გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე ბავშვები, მათ შორის ძალიან პატარები, გამუდმებით სტრესში არიან.

როგორ გამოვიცნოთ ამის ნიშნები?

სიტყვა „სტრესი“ ინგლისური წარმოშობისაა და ნიშნავს „წნეხს, დაძაბულობას, ზეწოლას“. ჩნდება იგი, ინტელექტუალური და ემოციური გადატვირთვის შედეგად.

მშობლებს უნდა შეეძლოთ შვილებში სტრესის ნიშნების ამოცნობა და შესაბამისი დახმარების გაწევა.

როგორ ჩნდება სტრესი და როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

1.რეგრესი.

ეს ნიშნავს, პატარაობის ჩვევებისკენ და საქციელიკენ დაბრუნებას: ბავშვი იწყებს თითის წოვას, ტირილს, როცა დედა მიდის, ღამე საწოლში იფსამს, მუდმივად ითხოვს ყურდღებას...

რა ვქნათ? „რეგრესირებაზე“ ხელის შეშლა არ გინდათ. ბავშვს მხოლოდ ის უნდა, იმ მომენტში, რომ მიეფერონ და დააწყნარონ. დაიცადეთ და ეს ყველაფერი გაივლის.

2.შიშები

თუ ბავშვი უცბად იწყებს ყველგან კარებების დაკეტვას, შუქების ანთებას, თუ უკვე მარტო სიბნელის კი არ ეშინია, არამედ კედელზე სურათის, ფაჩუნის, სიჩუმის-მაშინ ის აშკარად სტრესს განიცდის.

რა ვქნათ? აქტიურად დაიყოლიეთ ბავშვი თამაშზე, ხატვაზე. ორივე ეს საქმიანობა კარგია განტვირთვისათვის. ამის მეშვეობით, ეცადეთ გაიგოთ შიშის წყარო. მაგალითად მოიყვანეთ ბავშვები, რომელთაც არ ეშინიათ,

უყიდეთ ვარსკვლავებიანი ღამის ნათურა.

3. აგრესიულობა

თუ თქვენი, მანამდე დამყოლი ბავშვი, უცბად იწყებს ყველასთან ჩხუბს, ყვირილს, კედელზე ნივთების სროლას-იცოდეთ, რომ ეს სტრესის ნიშნებია.

რა ვქნათ? აგრესიის აკრძალვა არ შეიძლება. უმჯობესია ის სხვა ფორმაში გადავიყვანოთ: ვასწავლოთ თავისი სიმართლის დაცვა, სიტუაციის ერთად გაანალიზება. ეძებეთ ბავშვის ენერგიის დახარჯვის სწორი მეთოდები:

აქტიური სპორტი, მოძრავი თამაშები.

4. ხასიათის ცვალებადობა.

თუ ბავშვი ხან უმიზეზოდ აგრესიულია, ან პირიქით, მეორე წუთას შეუძლია ტყუილად ატირდეს-ამან მშობლები უნდა დააფიქროს.

რა ვქნათ? დაელაპარაკეთ ბავშვს გულახდილად, გამოარკვიეთ, რა იწვევს მასში ნერვიულობას. ასწავლეთ მას გაერკვეს თავის ემოციებში და სწორედ გადმოსცეს. აღნიშნეთ ბავშვის სულ პატარა მიღწევებიც კი.

დააკვირდით ბავშვის დღის რეჟიმს, მის კვებასა და ძილს.

5. ჯანმრთელობის პრობლემები.

მშობლები, ხშირად ვერ ერკვევიან ბავშვის გაუგებარ სიმპტომებში: კუჭის აშლა, გულის რევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ტემპერატურა-ყველაფერი ეს შეიძლება იყოს ნერვულ ნიადაგზე, თუ ბავშვმა ზედმეტად ინერვიულა.

რა ვქნათ? დასაწყისისათვის ოჯახში დაარეგულირეთ ფსიქოლოგიური კლიმატი. შეამოწმეთ, ძალიან ხომ არ განსხვავდება ოჯახისა და სკოლის მოთხოვნები. იდეალური იქნება, თუ ბავშვთან იმუშავეს ფსიქოლოგი, თვითშეფასების ასამაღლებლად.

6. მშფოთვარე ძილი.

სტრესის დროს, დაძინება იქცევა ყოველდღიურ ტანჯვად, აუცილებელი რიტუალით: აანთე შუქი, გადაწიე ფარდა, ხელი მომკიდე და ა.შ. ბავშვს თანდათანობით უფრო ნაკლები ძინავს და განიცდის ქრონიკულ დაღლილობას.

რა ვქნათ? მშფოთვარე ძილისათვის კარგია დამაწყნარებელი მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები. გარდა ამისა ძალიან კარგია არომათერაპია.

7. მოსწრების დაქვეითება

იმაზე, რომ ბავშვი იმყოფება ცუდ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში, მეტყველებს მეხსიერების დაქვეითება, წარმოსახვის სიძნელეები, სუსტი ყურადღების კონცენტრაცია, ყველაფრისადმი ინტერესის დაქვეითება.

რა ვქნათ? ყოველდღიურად დაინტერესდით ბავშვის სასკოლო საქმეებით. არა მარტო ნიშნებით, არამედ გამოკითხეთ გრძნობებზე, ხასიათებზე. შეაქეთ ბავში სულ მცირე წარმატებისათვისაც კი. შეძლებისდამაგვარად ეცადეთ დაეხმაროთ რთული დავალებების შესრულებაში.

8. ადვილად დაღლა

სწავლაში სირთულეები, სწრაფად დაღლა, გულმავიწყობა, ცუდი კონცეტრაცია... ყველაფერი ეს ისევ სტრესზე მიგვანიშნებს.

რა ვქნათ? გამოკითხეთ ბავშვურ ემოციებზე და დარდებზე. იმისათვის, რო ბავშვი გრძნობდეს თქვენს თანადგომას, დარწმუნდით, რომ მან იცის: თქვენ ნებისმიერ მომენტში, შეძლებთ მასთან პრობლემებზე საუბარს. დააფასეთ თქვენი შვილი ნებისმიერ სიტუაციაში და რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტეთ.

9. იზოლაცია

ფსიქოლოგიური სტრესი ბავშვებში შეიძლება გამოიხატოს კონტაქტების შიშში და მარტოობისადმი მიდრეკილებაში.

რა ვქნათ? გარკვიეთ სრესულ სიტუაციაში: თუ ბავშვს ეხლა არა აქვს ურთიერთობის რესურსი, არ დააძალოთ.

ხოლო თუ მას უნდა, დაამეგობრეთ ჯერ ერთ ბავშვთან: გაისეირნეთ ერთად პარკში ან თეატრში.

10. შემთხვევითი იმპულსები

ბავშვში სტრესის მაჩვენებელია მაგალითად თითზე თმის დახვევა, წამოხველება, ხელების კანკალი, მხრების ქნევა, ღამისა და ხანდახან დღის ენურეზი, ენის დაბმა...

რა ვქნათ? სტრესის გადატანაში, ბავშვს დაეხმარება ფიზიკური დატვირთვა: ყოველდღიური სეირნობა, სირბილი, ველოსიპეტზე კატაობა, დილის ვარჯიშები. ბავშვს უნდა ქონდეს ემოციების გადმოფრქვევისა და რთული სასწავლო დღის შემდეგ დასვენების საშუალება. თუ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება, ნუ გეშიანიათ, რომ მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს.

გამოიჩინეთ ყურადღება თქვენი ბავშვისადმი. თუ მშობლები იგნორირებას უკეთებენ ჩამოთვლილ სიმპტომებს, ამან შეიძლება არა მარტო ქრონიკულ ნევროზამდე მიგვიყვანოს, არამედ ბავშვის ცუდი ხასიათის ჩამოყალიბებასაც შეუწყოს ხელი.



რას ამბობენ ჩვენზე