20 ივლისი, 2018
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რამდენიმე არჩევით საგანს აბარებს და ერთ-ერთ გამოცდაზე არ გამოცხადდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ აბიტურიენტი 5 და მეტ საგანს აბარებს, ჩარიცხვებშიც და საგრანტო კონკურსში მონაწილობას მიიღებს იმ საგნის შეფასებით, რომელშიც უკეთესი ქულა ექნება (თუ ხუთივე ბარდება აბიტურიენტის მიერ არჩეულ პროგრამაზე).
მაგრამ, თუ რომელიმე არჩევით საგანში აბიტურიენტი ზღვარს ვერ გადალახავს ან არ გამოცხადდება გამოცდაზე, გრანტის მოპოვების შესაძლებლობას დაკარგავს. თუმცა უნივერისტეტში ჩარიცხვაში ხელი არ შეეშლება.