საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
09 ივლისი, 2018
„მოსასმენი დავალების დროს ხმა არ მესმოდა კარგად, ტექნიკური ხარვეზი იყო,“ - რა თემები შეხვდათ აბიტურიენტებს ინგლისური და რუსული ენების გამოცდაზე
საგამოცდო ცენტრებიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას უცხო ენების, ინგლისურისა და რუსულის გამოცდას აფასებენ და საგამოცდო ცენტრებში არსებულ პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

თბილისის N175  საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ვოვა ბასილაური ინგლისური ენის გამოცდას აფასებს:

„ინგლისურის თემა იყო მუშაობაზე - რა ჯობია საინტერესო სამსახური თუ მაღალი ანაზღაურება. დავწერე ყველაფერი კარგად. საგამოცდო ცენტრში ციოდა და ბოლოს დამკვირვებელს კონდიციონერის ტემპერატურის აწევა ვთხოვეთ. მოსასმენი დავალების დროს ხმა არ მესმოდა კარგად, ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგრამ მაინც დავიჭირე რაღაც სიტყვები.“ 

„რუსული ენის გამოცდაზე შემდეგი თემა შემხვდა: რატო უნდა იღებდეს ადამიანი საზღვარგარეთ განათლებას, თემის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა დაგვეწერა. მოსასმენ დავალებაში 5 სხვადასხვა თემა იყო და კითხვები. საბოლოო ჯამში, რუსული ენის გამოცდის დაწერა არ გამჭირვებია,“ - თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი მარიამ ჯოლოგუა.

თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო კვანტალიანი ინგლისური ენის გამოცდას აფასებს: 

„გააჩნია ვისთვის როგორ, ჩემთვის მარტივი იყო. მცოდნე ადამიანი დაწერდა თავისუფლად. „ლისენინგებიც“ მარტივი იყო. აუდიტორიაში გრილა, მშვიდი გარემოა და მთლიანად კონცენტრირებული ხარ ტესტზე.“

თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ანა დელიბაშვილი საშუალო სირთულით აფასებს ინგლისურის ტესტს:

„მაღალი ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია თუ საინტერესო სამსახური - ეს იყო თემა. მოსასმენი დავალება ძალიან მარტივი იყო და რამდენიმე თემას შეეხებოდა, რაც მახსოვს, ექვთიმე თაყაიშვილსა და სერფერებზე იყო. საშუალო სირთულის ტესტი იყო, პირადად მე, არ გამჭირვებია.“ 

„თემა არ დამიწერია. „ლისენინგი“ იყო რაღაც ცხოვრებისეულ თეორიებზე, ჩასასმელი და შემოსახაზები მარტივი იყო“ - თბილისის N175  საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გიორგი მღებრიშვილი.

თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტის გაბრიელ ერულაშვილის შეფასებით, რუსული ენის გამოცდა არ იყო რთული:

„გრილოდა და სიმშვიდე იყო აუდიტორიაში. მე რუსული ენის გამოცდა ვწერე, არ გამრთულებია. მოსასმენი მასალა ბავშვთა სახლში გაზრდილ გოგონებზე იყო, თემა არ მახსოვს, არ დამიწერია, დანარჩენი სტანდარტული დავალებები იყო.“

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 ათასამდე აბიტურიენტს აქვს გავლილი. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.


რას ამბობენ ჩვენზე