20 ოქტომბერი, 2017
დედოფლისწყაროში ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქ. დედოფლისწყაროში, სოფელ არხილოსა და ზემო მაჩხაანში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა და იგი სწავლის დაწყების აღსანიშნავად მოეწყო.
ადგილობრივებისთვის იმღერეს ქეთი გომართელმა, მარი მამისმედიშვილმა, დათუნა მგელაძემ, ანდრია გველესიანმა, მარიკა თხელიძემ, ნინი ქარსელაძემ. კონცერტის დასასრულს მოსახლეობამ ესტრადის ვარსკვლავებთან სამახსოვრო სურათები გადაიღო.