საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
16 აპრილი, 2018
როდის ატყუებენ შვილები მშობლებს?
ფსიქოლოგების აზრით, ტყუილი ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მიუხედავად ტყუილის ცუდი მხარისა, ეს ნიშნავს, რომ  ბავშვს წარმოსახვის დიდი უნარი აქვს.

ტყუილის თქმას ბავშვებში ძირითადად მშობლების მიერ დაწესებული აკრძალვები იწვევს. ასევე მშობლები ხშირად უბიძგებენ შვილებს რომ მოიტყუოს, რადგან მათ წინაშე წარმოუდგენელ ამოცანებს სახავენ.

წარმოიდგინეთ შვილი, რომელსაც ავალებთ ისეთ რაღაცას რისი გაკეთება არ შეუძლია ან უბრალოდ არ აინტერესებს, რა გზას უნდა დაადგეს, რომ დასჯას გადარჩენს? - თუნდაც დროებით... ამ დროს შესანიშნავი გამოსავალია ტყუილი.

ხშირად შვილები იმიტომ იტყუებიან რომ მშობლები მათგან პირველობას ითხოვენ. ყველა მშობელს აქვს სურვილი, რომ მათი შვილი თანატოლებში პირველი იყოს, როგორც სწავლის ასევე ქცევების თვალსაზრისით. როგორ იქცევა ბავშვი თუ კლასში მასზე ნიჭიერი ბავშვებიც არიან? - ატყუებს მშობელს საკუთარი ნიშნების შესახებ და მერე დედას უკვირს თუ რატომ მოიტყუა ბავშვმა.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი ტყუილს გადააჩვიოს, ფსიქოლოგები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობენ.



პირველ რიგში მშობლებმა შვილებს უნდა წაუყენონ რეალისტური, შესრულებადი და სამართლიანი მოთხოვნები.

აუცილებლად გაითვალისწინეთ შვილის ინტერესები, რა მოსწონთ მათ და ხომ არ არის თქვენს მიერ შეტავაზებული საქმე მისთვის უინტერესო.

ხშირად შეაქეთ ბავშვი ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც კარგად გამოსდის.

დაძლიეთ სიმკაცრე და სხვადასხვანაირი დასჯის მეთოდები. იყავით უფრო ლმობიერი შვილების მიმართ...

და რაც მთავარია, არასოდეს მოასმენინოთ შვილს თქვენს მიერ ნათქვამი ტყუილი, თუნდაც ეს ხუმრობა იყოს... გახსოვდეთ, რომ შვილისთვის მთავარი მაგალითი მშობელია და მერე დანარჩენი სხვა.


რას ამბობენ ჩვენზე