საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
13 აპრილი, 2018
გივი ბერიკაშვილის შვილიშვილის მოგონება ბაბუაზე - „დამამშვიდა, კარგი პაპიკო რა გატირებსო და ხელზე მაკოცა...“
გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ბაბუაზე საოცარ მოგონებას აქვეყნებს... რამდენიმე დღის წინ გენიალური მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

„ჩემი გივიკო
6 აპრილის ღამეს სიცხე ჰქონდა, მაგრამ ხვალ დილას წავალ საავადმყოფოშიო. დილას ადგა, ჰერკულესის ფაფა გაიკეთა, ჩაიცვა, დაიხურა, ბევრი არაფერი გამატანოთ, ორ დღეში დავბრუნდებიო დაიბარა და თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში.

სანამ სამსახურში წავიდოდი ვიფიქრე, შევუვლი-თქო. ვარიანტად სამსახურის მერე მონახულებაც მქონდა, მაგრამ დილითვე წავედი.

იმ დილას, 2017 წლის 7 აპრილს შევხვდით ბოლოჯერ.

ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მე როგორც ყოველთვის თავზე დავატირე. დამამშვიდა, კარგი პაპიკო რა გატირებსო და ხელზე მაკოცა...

სიტუაცია უცებ, რამდენიმე წუთში ძალიან დამძიმდა. დაძინება და ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება გახდა საჭირო. ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა.



ჩვეულებრივად, იმედიანად, ყოველგვარი დამშვიდობების გარეშე გადმოვინაცვლეთ „მედიქლაბში“. იქ სამი დღე ველოდებოდი, რომ ნებისმიერ წუთში შემოაღებდა კარს გაგვეხუმრებოდა, გაგვაღიმებდა და დამთავრდებოდა ეს კოშმარი. „მედიქლაბიდან“ სახლში რომ წამოვიყვანეთ მაშინაც ასე მეგონა, სახლიდან თეატრში რომ წავიყვანეთ მაშინაც. ბოლომდე ველოდი სასწაულს, რომელსაც ალბათ გულის სიღრმეში ყველა ელოდება ხოლმე.

დილის 8 საათიდან გამოპრანჭული მეეზოვეები, ჯიხურის გამყიდველები, "სტაიანშიკები", თეატრები, მთავრობები, ერი, ბერი მოდიოდა მასთან გამოსამშვიდობებლად.

კიდევ ერთხელ ყველა გაგვაერთიანა, ბევრს ერთმანეთი თავიდან გვაპოვნინა, ერთ მუშტად შეგვკრა, ბევრი გვატირა, ბევრიც გვაცინა და მერე არსადაც არ წასულა...“ - წერს ანო.


რას ამბობენ ჩვენზე