საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
10 აპრილი, 2018
7 რჩევა მასწავლებლებისგან, როგორ შეაყვაროთ შვილს წიგნების კითხვა
21-ე საუკუნეში მშობლები სერიოზული დილემის წინაშე დგანან. მათ სურთ, რომ ბავშვებმა  ტელევიზორსა და კომპიუტერს წიგნის კითხვა არჩიოს, მაგრამ სამწუხაროს ახალ რეალობაში ამის მიღწევა მარტივი არ არის.

გთავაზობთ 7 სასარგებლო რჩევას მასწავლებლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ბავშვი წიგნს მიეჩვიოს.

1. ეცადეთ, ხშირად დაგინახოთ თქვენ წიგნით ხელში, რადგან ბავშვისთვის მშობლის მაგალითი ძალიან ბევრს ნიშნავს.

2. წიგნთან ურთიერთობას ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ. უყიდეთ ლამაზად გაფორმებული, ფერადი წიგნები.  დაძნებამდე წაუკითხეთ თავად ერთი ლექსი ან ზღაპარი მაინც.

3. აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვს წაკითხულზე . მოისმინეთ მისი აზრი გმირებზე და მათ მიერ ჩადენილ საქციელზე. როცა თავად დაიწყებს კითხვას, ეს საუბრები ტრადიციად აქციეთ.

4. აუცილებლად შეუზღიდეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან გასატარებელი დრო. ეცადეთ, ეს დღეში ერთ საათს არ აღემატებოდეს.

5. ესაუბრეთ იმ მწერლებზე, რომელთა წიგნებიც განსაკუთრებულად მოეწონება. რათა კიდევ გაუჩნდეს ამ მწერლების სხვა ნაწარმოების წაკითხვის სურვილი.

6. ერთად ესტუმრეთ წიგნის მაღაზიას, რათა მან თავად აარჩიოს სასურველი წიგნი. ასე მეტ პასუხიმგებლობას იგრძნობს და უფრო მეტად დაინტერესდება კითხვის პროცესით.

7. ატარეთ კინოში, თეატრში, სადაც მათ საყვარელ წიგნებზე გადაღებულ ფილმებსა და სპექტაკლებს ნახავენ.


რას ამბობენ ჩვენზე