15 მარტი, 2018
წყალტუბო-ქუთაისი გზაზე გარეგანათების სამუშაოები მიმდინარეობს
წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე გარეგანათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ნათურების გამოცვლა, ამჟამად არსებული 8 კმ-იანი მკვებავი კაბელის ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის თვის ბოლომდე დასრულდება.
დღეს სამუშაოების პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერის მრჩეველმა ნიკა აფხაძემ და ა(ა)იპ. "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსმა თორნიკე ჯიქიამ დაათვალიერეს. წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალური გზის გარეგანათების საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.