19 ოქტომბერი, 2017
ბორჯომში „მარადიული ცეცხლის“ სახელწოდების პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„მარადიული ცეცხლის“ სკვერის მეორე ეტაპის პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო ფეხით სავალი ნაწილი, კიბეები, ლითონის მოაჯირები და ლამპიონები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ შადრევანს. ტერიტორიზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები.
სამუშაოები ახალი საპილოტე პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“- ფარგლებში ჩატარდა. პროექტს საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შოტლანდიის ანგუსის საბჭოს პარტნიორობით.