14 მარტი, 2018
ბორჯომში თორის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელს რეაბილიტაცია უტარდება
ბორჯომში თორის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. ცენტრალური გზის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს არხის კედლების მშენებლობა, ასევე ცხაურებისა და გოფრირებული მილების მოწყობა.
სანიაღვრე წლებია მოუწესრიგებელი იყო, უხვი ნალექის დროს წყლით იტბორებოდა და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას უშლიდა ხელს. პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისი დასრულება უახლოეს მომავალში მოხდება.