14 მარტი, 2018
წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქცია ზესტაფონში
მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს წითელი ჯვრის ორგანიზაციის სახელით საჩუქრები მიუტანა.
საქველმოქმედო აქცია წითელმა ჯვარმა სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა ზესტაფონში, რომლის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობას ჰუმანიტარული ტვირთის სახით ტანსაცმელი გადაეცა.
საქველმოქმედო აქციით მუნიციპალიტეტმა 53 ათასი ლარის ღირებულების ტვირთი მიიღო, რომელიც მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდება.