12 მარტი, 2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ფოტოგამოფენას „მარტოხელა მშობლები საქართველოში“ მასპინძლობს
მუნიციპალიტეტის მერია ფოტოგამოფენას „მარტოხელა მშობლები საქართველოში“ მასპინძლობს. ფოტონამუშევრები 2017 წელს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის ფარგლებში მომზადდა სხვადასხვა ფოტოგრაფების ავტორობით.
ფოტოები და ფოტორეპორტაჟები საქართველოში მცხოვრები მარტოხელა მშობლების ისტორიებს ასახავს, რომლებშიდაც მათი ყოველდღიური პრობლემები და მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობაა ასახული.
პროექტის მიზანია მარტოხელა მშობლების უნარების გაძლიერება, საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში ჩართულობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
გამოფენის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიაზაცია „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს პროექტს, „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“.
ფოტოგამოფენას მუნიციპალიტეტის მერია 12 მარტიდან – 18 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.