12 მარტი, 2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თათბირს ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლები, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და სხვა თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე წარუდგინა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 07 მარტიდან შეუდგა.
ასევე ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოწვეულ სტუმარს ბექა მაკარიძეს, რომელმაც 130 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, დიდი მადლობა გადაუხადა, ფულადი პრიზით დააჯილდოვა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაცემული დავალებების მიხედვით ჩატარებული სამუშაოებისა და მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რის შემდეგაც გასცა დავალებები ყველა იმ პრობლემური საკითხის შესწავლისა და მოგვარებისათვის, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.