12 მარტი, 2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში შ.პ.ს. ,,გეოგრაფიკის“ წარმომადგენელმა პაპუნა ძიძიგურმა ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის“.
ძირითადი აქცენტი გამახვილდა სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვის და კაპიტალური საინვესტიციო პროგრამების შემუშავების კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია.