12 მარტი, 2018
თერჯოლაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა
თერჯოლაში ჩატარდა საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის სხვადასხვა წონით კატეგორიაში. პირველობას ესწრებოდნენ თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, თერჯოლის ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილი, საკრებულოს წევრები გიორგი ფანჩულიძე და იმედა რობაქიძე, ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩხეიძე, რომლებმაც გამარჯვებულებს ჩემპიონობა მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს.
ჩემპიონატში მონაწილეობდა 150-ზე მეტი სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
აღსანიშნავია, რომ 130 კგ.-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა თერჯოლელი ბექა მაკარიძე (113 კგ), რომელსაც სხვა პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადასცეს მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თერჯოლაში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ლილუაშვილმა.