12 მარტი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა გზების ორმული შეკეთება იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და სამსახურის უფროსებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებს შეეხო.
მერმა შესაბამისი სამსახურისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და პრობლემური საკითხები განიხილა.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, უახლოეს პერიოდში სპეციალური გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების ორმული შეკეთება დაიწყება.