12 მარტი, 2018
ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება
ქალაქ ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას.
მშენებლობის პროცესში ადგილობრივი წარმოების გოფრირებული მილები გამოიყენება.