საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
08 მარტი, 2018
„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, დედა ყველას სჭირდება“ - ცნობილი ადამიანების საოცარი გამონათქვამები დედაზე...
“დედა გვეუბნებოდა, სიღარიბეს არ შეეჩვიოთო, ეჩვევა სიღარიბეს ხალხი, ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ თავისი ადგილი იპოვოს. დღესაც, თუ ადამიანი კარგად იფიქრებს, ნახავს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში. პირველ რიგში კი უნდა იპოვოს ღმერთი”- საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე.

„და მე აქ მოვედი, როგორც ჩიკაგოს სამხრეთში გაზრდილი შვილი, რომლის მამაც მუშა იყო, დედა კი სახლში რჩებოდა, ჩემთან და ჩემს ძმასთან, შვილების აღსაზრდელად“ – მიშელ ობამა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მიზეზი, რამაც მომცა უნარი თვითგამოხატვის და იმის, რომ არ ვყოფილიყავი შეშინებული, იყო ის, რომ დედა არ მყავდა. მაგალითად, დედები გასწავლიან მანერებს. მე კი საერთოდ არ მისწავლია ეს წესები და ინსტრუქციები“ – მადონა.

„ნივთების სუფთა ოქროთი მოვარაყება შეიძლება, მაგრამ დედაზე მშვენიერს ვერავინ ვერაფერს შექმნის“ – მაჰათმა განდი.

“შვილების აღზრდა ალბათ ყველაზე დიდი გამბედაობაა.” – ჯონ სტაინბეკი.

"სანამ დედა გავხდებოდი, მეგონა, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი. ჩემი გულის საზღვრები გამოკვეთილი იყო და რა მშვენიერია, როცა ხვდები, რომ ზღვარი იშლება. ჩემი სიყვარული უსაზღვროა" - უმა თურმანი.

"გმადლობ, დედა, ოცნება რომ მასწავლე" - ჯარედ ლეტო.

"ადამიანს უყვარს დედა, თითქმის გაუაზრებლად, რადგან ეს ისევე ბუნებრივია, როგორც თავად სიცოცხლე. სხვა ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება ამას, რადგან ყველა დანარჩენი შემთხვევითია, ეს კი - თანდაყოლილი, სისხლში გამჯდარი" - გი დე მოპასანი.

"არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ და რა მიღწევები გაქვთ: დედა ყველას სჭირდება" - ქეით უინსლეტი.

„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო – ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში. ჩემი სოფლის ტყისპირებში, ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში. იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო. თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა“ - გიორგი ლეონიძე.

„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან.“ - გოდერძი ჩოხელი.



რას ამბობენ ჩვენზე