izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
სკოლამდელი აღზრდა
17 ოქტომბერი, 2017
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ბაღში სიარულს სტრესის და ტირილის გარეშე?!- ფსიქოლოგის რჩევები
თქვენი პატარა უკვე გაიზარდა და ბაღში ან სკოლაში წასასვლელად ემზადება. დაწესებულება საგულდაგულოდ შეარჩიეთ, რეგისტრაციაც გაიარეთ, შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, წიგნები, რვეულები, სასკოლო ჩანთა... ამ ნუსხას ერთი, შეიძლება ითქვას, მთავარი პუნქტი აკლია– ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობა. ამ ფაქტორის უგულებელყოფამ შესაძლოა მთელი სამზადისი წყალში ჩაგიყაროთ. ფსიქოლოგიური მზაობა მრავალ ნიუანსს ითვალისწინებს, რომელთა ცოდნაც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით გამოგადგებათ.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ექიმი ფსიქოთერაპევტი, პედიატრი, სამედიცინო ფსიქოლოგი ლიკა თუშიშვილი ბავშვის მზაობის შესახებ  საუბრობს და რჩევებსაც გვიზიარებს, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი შვილი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. 

 „ბავშვი ყოველგვარ სიახლეს მომზადებული უნდა შეხვდეს. ყველა სირთულე, რომელიც საბავშვო ბაღში მისი მიყვანისას იჩენს თავს, სიახლეების შიშითაა გამოწვეული. უცხო გარემო, უცხო რეჟიმი პატარას აშფოთებს. ამიტომ ბაღთან ადაპტაციის მთავარი პრინციპია, საბავშვო ბაღში პატარა რაც შეიძლება ნაკლებ სიახლეს შეეჯახოს. ამისთვის 2-3 თვით ადრე უნდა დაიწყოთ მასთან ბაღზე საუბარი. ესაუბროთ ყოველდღე, რაც შეიძლება ბევრი, აუხსნათ, რა ელის იქ, ვინ დახვდება, რას გააკეთებს, რას ისწავლის, როგორ უნდა მოიქცეს და ა.შ. კარგი იქნება, თავად საბავშვო ბაღიც დაათვალიერებინოთ – აჩვენოთ მისი შენობა, ეზო, სათამაშო მოედანი, გააცნოთ აღმზრდელი. ასეთი გაცნობითი ტური სამ-ოთხჯერ მაინც გაიმეორეთ. ამის შემდეგ ბავშვი ბაღს უცხო გარემოდ აღარ აღიქვამს და იქ მოხვედრა ნაკლებად შეაშფოთებს. შფოთვა სრულიად ვერ გაქრება, ვინაიდან ეს არის ჯანსაღი რეაქცია გარემო ფაქტორებზე, მაგრამ დაბალი ხარისხისა იქნება და პატარას გუნება-განწყობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
მეორე, რაც ბავშვს აშფოთებს, დედასთან განშორება, მასთან კავშირის დარღვევაა, ამიტომ ბაღისთვის მომზადების დროს აქცენტი უნდა დასვათ ე. წ. „მე და შენ კონტაქტზე“ – იმაზე, რომ საბავშვო ბაღში სიარული დედისა და შვილის ურთიერთობას ვერ შეცვლის. მაგალითად, უთხარით პატარას: „მე სამსახურში (ან მაღაზიაში) მივდივარ, შენ – ბაღში, საღამოს კი ისევ ერთად ვიქნებით”, ან “შენ ბაღში წახვალ, იქ გაერთობი, ითამაშებ, გაიცნობ ბავშვებს, მერე კი ისევ ერთად ვიქნებით”. ესე იგი უნდა აღნიშნოთ განშორების ფაქტი და წინადადება აცილებლად დაასრულოთ სიტყვებით “ისევ ერთად ვიქნებით”. ასე პატარა ბაღს განშორების მიზეზად აღარ აღიქვამს და მის მიმართ გაუჩნდება არა პროტესტი, არამედ ინტერესი.“- აცხადებს ლიკა თუშიშვილი.

გახსოვდეთ, პირველი დღეები ბავშვების უმეტესობას მძიმედ გადააქვს, ამიტომ წინასწარ მომზადებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ გაატარებთ სააღმზრდელო პროცესის პირველ დღეებს.  არსებობს გერმანული მოდელი- დაახლოებით ორი კვირა მშობელი შვილთან ერთად დადის ბაღში, რჩება ჯგუფში, მასთან ერთად თამაშობს, ეკონტაქტება სხვა ბავშვებს... ბავშვი ამ ასაკში სამყაროს დედის პრიზმაში აღიქვამს. როცა ხედავს, რომ დედა თავს კარგად გრძნობს, თავადაც მშვიდდება.  თუ დაინახეთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ პატარა ხალისით ჩაერთო თამაშში და უცხოობას ვეღარ გრძნობს, შეგიძლიათ, თამამად დატოვოთ ბაღში. თუ არა – ტაქტიკა შეცვალეთ. როგორც კი დაინახავთ, რომ ბავშვი რაღაცით დაინტერესდა, ბაღიდან წამოიყვანეთ, თუნდაც თავად წინააღმდეგი იყოს, თანაც აუცილებლად აუხსენით, რომ საქმე გაქვთ, ამიტომ ბაღში ვერ დატოვებთ. ასევე მოიქეცით მეორე დღესაც. საბოლოოდ ბავშვი თვითონვე შემოგთავაზებთ, თქვენ საქმის მოსაგვარებლად წახვიდეთ, ის კი სათამაშოდ დატოვოთ. ეს ადაპტაციის ძალიან კარგი მოდელია.

„ხშირად მშობლები შვილს აკრძალულ წინადადებებს ეუბნებიან. მაგალითად, თუ ბავშვი ჭირვეულობს, თქმა „აღარ მოვალ“, „დაგტოვებ“ არამც და არამც არ შეიძლება. ბავშვს ისედაც ეშინია და თუ მშობელმა ამაზე ყურადღება გაუმახვილა, შესაძლოა, შიშები, ღამის ენურეზი, ენკოპრეზი (შარდისა და განავლის შეუკავებლობა) და სხვა აშლილობები განუვითარდეს. “დამღალე”, “თავი ამატკივე”, “აღარ შემიძლია” – ეს წინადადებებიც უნდა ამოიღოთ სიტყვახმარებიდან, მეტადრე – ადაპტაციის პერიოდში. პირიქით, უნდა დაანახოთ შვილს, რომ მისი ბაღში სიარული გახარებთ და გჯერათ, რომ ყველაფერი გამოუვა. გაამხნევეთ ასეთნაირად: “შენ შეძლებ დამოუკიდებლად ჭამას, თამაშს, ხატვას, მერე მაჩვენებ და მე შენით ვიამაყებ”.- ფსიქოლოგის განმარტებით, ასეთი სირთულეები ზოგჯერ უფრო ადრინდელი პერიოდით არის განპირობებული. 






რას ამბობენ ჩვენზე