19 თებერვალი, 2018
წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადაზე კატარში მიემგზავრება
21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით წყალტუბოელი სპორტსმენები საქართველოს სახელით ისრაელის, გერმანიის, ჩეხეთისა და რუმინეთის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
ამ გუნდმა დიდი გზა გაიარა აღიარებამდე: საქართველოს მასშტაბით ჩატარდა მორიგი სასკოლო ოლიმპიადა, ამ ბავშვებმა გაიმარჯვეს ჯერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შემდეგ რეგიონალულ ტურნირზე, მონაწილოებდნენ იმერეთის სასკოლო ოლიმპიადაში და ბოლოს საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ -დაამარცხეს წინა წლის ჩემპიონი გუნდიც.
დღეს გუნდს გზა დაულოცა იმერეთის ვიცეგუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით გორდელაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, სარკებულოს თავჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა მე-4 საჯარო სკოლის დირექცია და სპორტის პედაგოგი ნადეჟდა სიხარულიძე.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ მონაწილენი ვართ ისტორიული ფაქტის: - წელს პირველად ტარდება მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადა კატარში, სადაც საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა გუნდს ასპარეზობს წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მინდა მადლობა გადავუხადო წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექციას, სპორტის პედაგოგს - ნადეჟდა სიხარულიძეს იმ დიდი შრომისთვის და თანადომისთვის, რამაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა,“
- განაცხადა ღონისძიებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა ვიცეგუბერნატორმა იოსებ ხახალიშვილმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვინმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.
მე-4 საჯარო სკოლისხელბურთლე ვაჟთა გუდს მიესალმა ბავშვთა და მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ამირეჯიბი და სპორტული ეკიპირება გადასცა სპორტსმენებს.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე საჯრო სკოლის მოსწავლეები სპორტული კლუბების გაერთიანების ხელბურთელთა გუნდის წევრები არიან და ამ გუნდს ამზადებდა ხელბურთის მწვრთნელი ნოე გოგიძე.