19 თებერვალი, 2018
სოფელ ტაბაკინში გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ტაბაკინში გზის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა.
სასოფლო გზა, რომელიც რამდენიმე უბანს ცენტრთან აკავშირებს, შესაბამისი ტექნიკის საშუალებთ გაიწმინდა, მიწის ზედაპირი მოსწორდა და მასზე მთის ქანი განთავსდა.
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება უფრო მოსახერხებელი გახდება.