19 თებერვალი, 2018
ზუგდიდში სოციალურმა კომისიამ 52 ბენეფიციარი დააფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილმა კომისიამ, დღეს მორიგი სხდომა გამართა და ბენეფიციარების განცხადებები განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 3 ბენეფიციარს, მომვლელის პროგრამაში 18, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში კი 30 ბენეფიციარი ჩაერთო. ნაწილობრივ სახლდამწვარ 1 ბენეფიციარს პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება, გაეწია.
სოციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება განცხადებების ადგილზე გადამოწმების შედეგად მიიღო.