19 თებერვალი, 2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საჯარო მოხელეებს სერტიფიკატები გადასცა
მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები ტრენინგებს ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორი დღე გადიოდნენ.
ლიდერობა, კონფლიქტების მართვა, გუნდური მუშაობის პრინციპი, ეფექტური კომუნიკაცია, ადამიანის უფლებები, დროის მენეჯმენტი და პროექტის ციკლის მართვა - ეს ის თემებია, რომლებიც საჯარო მოხელეებს მოწვეულმა, სერტიფიცირებულმა, ტრენერებმა მარიამ ზაქარაიამ და ნანა გოგოხიამ ჩაუტარეს.
მომდევნო ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულ საკითხებს და ასევე, თემის მობილიზაციას გაივლიან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან შედგება. მერის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები მარტიდან დაიწყება.
საჯარო მოხელეთა გადამზადება ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება.