19 თებერვალი, 2018
გურჯაანში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
17-18 თებერვალს გურჯაანმა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, მერის მოადგილემ ნიკოლოზ გეთიაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ცისკარაშვილმა დააჯილდოეს. პირველ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ სპორტსმენებს დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ.
ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაოების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.