17 ოქტომბერი, 2017
მრგვალი მაგიდის ფორმატში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კონფერენცია თემაზე „ადამიანური უსაფრთხოება“ გაიმართა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ მიერ მრგვალი მაგიდა შედგა, თემაზე _ „ადამიანური უსაფრთხოება“. შეხვედრას უძღვებოდა ფონდის „სოხუმი“ პროექტის ასისტენტი ხათუნა გოგუა.
კონცეფცია „ადამიანური უსაფრთხოება“ პირველად წარმოდგენილი იყო 1994 წელს _ გაეროს განვითარების პროგრამის მოხსენებაში და განმარტებულია _ „თავისუფლება საჭიროებებისაგან“ და „ თავისუფლება შიშისაგან“. ზოგადად აღიარებულია ადამიანური უსაფრთხოების შვიდი კატეგორია: ეკონომიკური, სასურსათო, ჯანმრთელობის, გარემოს, პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური. სწორედ ამ უსაფრთხოებებზე იყო საუბარი მრგვალი მაგიდის შეკრებაზე, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის აქტიური ადამიანები ესწრებოდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მზია კიკალიშვილის მიერ განხილულ იქნა საარჩევნო ქვოტა- მმართველობის ორგანოებში ქალების და მამაკაცების წარმომადგენლობის დაკანონებული დონე და დღესდღეობით არსებული მდგომარეობა. ასევე, დამსწრე ქალბატონების მიერ გაანალიზებულ იქნა უსაფრთხოების შვიდივე კომპონენტი, მათი გადაჭრის და უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების გზები.