16 თებერვალი, 2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მუნიციპალიტეტმა ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ქალაქის მერმა,
კახაბერ მახათაძემ, მერიის თანამშრომლებთან და დამოუკიდებელი სკოლა
„ანაბასისის“ მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით
დღეს ლიტვის რესპუბლიკის დროშაც აღმართეს და ლიტველებს ქვეყნის ისტორიაში
გამორჩეული თარიღი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
ლიტვის ქალაქ ტაურაგესა
და ზესტაფონს შორის ურთიერთობას 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 2011
წლის 5 სექტემბერს კი ორ ქალაქს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა. ურთიერთობები ორ ქალაქს შორის კულტურულ, სოციალურ და
საგანმანათლებლო სფეროებს აერთიანებს.