16 თებერვალი, 2018
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მეწყერი განმეორდა
გუშინ საღამოს საათებში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მეწყერი განმეორდა. სტიქიის ზონაში ღამის განმავლობაში და დღეს დილიდან მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, პირველ მოადგილე ლაშა ბოლქვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ამ დროისათვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
მერიის ხელმძღვანელი პირები აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხულოს წარმომადგენლებთან ერთად შემოვლით გზაზე არსებულ მდგომარეობასაც გაეცნენ, სადაც მოხრეშვა- მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გზის სრულად აღდგენამდე ტრანსპორტი შემოვლითი გზით გადაადგილდება. კურორტ გოდერძისთან და მიმდებარე სოფლებთან დაკავშირება პაქსაძეების, კორტოხისა და ბეღლეთის გავლითაა შესაძლებელი. რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
მერიაში მოქმედებს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი. საჭირო შემთხვევაში მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
ჯეოსელი: 577 20 61 67
მაგთი: 551 00 52 72