15 თებერვალი, 2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 16 თებარვალის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი განიხილეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ გაუქმების, არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომისიების ერთობლივ სხდომაზეც.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 16 თებარვალს 12:00 საათზე მერიის მცირე დარზში ჩატარდება.