მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დღეს გურჯაანში სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრის
„ერთობის“ ორგანიზებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით
მარათონი ჩატარდა.
შეჯიბრმა სტარტი 9 აპრილის ქუჩის დასაწყისიდან აიღო და
სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. რბენაში 50-მდე ადამიანმა
მიიღო მონაწილეობა. მარათონის გამარჯვებული ვაჟებში ზურა ნაცვლიშვილი
გახდა, გოგონებში კი სალომე კვეზერელი. მათ დიპლომები, მედლები და
სამახსოვრო თასები გადაეცათ.
სამახსოვრო სიგელები გადაეცათ მარათონის
ყველაზე პატარა მონაწილეს 7 წლის ნიკოლოზ მუხულიშვილს და ყველაზე
ხანდაზმულს - 53 წლის ალექსანდრე გუგეშაშვილს.
გამარჯვებულები გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ილიამ, მოძღვარმა მამა ვაჟამ და მერიის წარმომადგენლებმა დააჯილდოეს. მარათონი ასეთი ფორმით წელს პირველად ჩატარდა და ის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.