იზრუნე ტესტები
მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დღეს
ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღე აღნიშნეს. ქუთაისის
ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა, მხარის ვიცე-გუბერნტორმა გრიგოლ
დალაქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ავღანეთში
მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით
შეამკეს.
დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა. ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დასრულდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.