13 თებერვალი, 2018
ჩხოროწყის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მერიის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” ორგანიზებით, 10-11 თებერვალს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდული მერიის წევრებისთვის სატრენინგო კურსი - “პროექტის ციკლის მართვა” ჩატარდა.
სატრენინგო კურსის ფარგლებში ახალგაზრდული მერიის წევრები გაეცნენ საპროექტო განაცხადის შედგენისა და პროექტის მართვის საფუძვლებს, რაც საშუალებას მისცემს მათ მოახდინონ სხვადასხვა პროექტის ინიცირება და ეფექტიანი განხორციელება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
სატრენინგო კურსს კოალიციის წევრი, ტრენერი - მაკა სართანია უძღვებოდა.
ტრენინგს დაესწრო კოალიციის ხელმძღვანელი თამარ ფოფხაძე.