13 თებერვალი, 2018
უხვმა ნალექმა მესტიის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე სერიოზული პრობლემები შექმნა
სვანეთისთვის დამახასიათებელმა უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა
მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე.
ადგილობრივი თვითმართველობის
ინიციატივით, დღეს, დღის განმავლობაში დასუფთავების სამსახურისა და შ.პ.ს
,,მესტია გზა'' ძალისხმევით, ორი ერთეული ტექნიკის ჩართულობით,
მიმდინარეობდა მესტიის ცენტრალური სავალი გზების გაწმენდა თოვლისა და
ყინულოვანი საფარისგან.
გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება
და უახლოესი დღეების მანძილზე დასრულდება.