12 თებერვალი, 2018
,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დასუფთავების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს
მოქალაქეებს ჯამში 34 ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება, , რომელიც
ქალაქიდან და ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო და სხვა სახის
ნარჩენების გატანას დრულად უზრუნველყოფს.
სუფთავდება ქალაქის ქუჩები, სკვერები, პარკები, გზები, მდინარის კალაპოტები, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები, მუზეუმის შიდა და მიმდებარე ტერიტორია, ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრები, ანაკლია განმუხურის სანაპირო ზოლი.
ლიკვიდირებულ იქნა რამდენიმე სტიქიური ნაგავსაყრელიც.
ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფი,
სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრის
შემთხვევაში ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ
ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებებს განახორციელებს.