საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო
სიახლეები
საქვეყნო სიახლეები
24 იანვარი, 2018
რა ასაკიდან უნდა ატაროთ შვილი სპორტის სხვადასხვა სახეობებზე - სპეციალისტის რეკომენდაციები

ბავშვების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე იწყებს სპორტის სხვადასხვა სახეობებზე სიარულს. ამ პერიოდში მშობელი განსაკუთრებულად აქტიურად ერევა შვილის არჩევანში და ხშირად ბავშვი ზრდასრულ ასაკამდე სპორტის რამდენიმე სახეობის შეცვლას ასწრებს.

გთავაზობთ, სპეციალისტის რეკომენდაციებს, ბავშვი რა ასაკში, სპორტის რომელ სახეობაზე შეიძლება შევიყვანოთ.

ტანვარჯიში 6 წლიდან - სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობა, ძირითადად პოპულარულია გოგონებში.

ცურვა მშობელთან ერთად 3 წლიდან - ვითარდება კუნთები და ბავშვებს ემატებათ შეგრძნებები.

ფიგურუელი სრიალი 5 წლიდან - ბავშვს უვითარებს კოორდინაციას და ამაგრებს კუნთებს.

ფრენბურთი 8-10 წლიდან - ამ დროს უვითარდებათ სიზუსტისა და სწრაფი რეაქციის უნარი.


ფეხბურთი 6 წლიდან
- ვითარდება ფეხის კუნთები.

კალათბურთი 8-9 წლიდან - სასარგებლოა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის.

კრივი 12-13 წლიდან - უვითარდებათ მუსკულატურა, კოორდინაცია და უყალიბდებათ სწრაფი რეაგირების უნარი.

ჩოგბურთი 5 წლიდან - უვითარდებათ სისწრაფე და სწრაფი რეაგირების უნარი.