24 იანვარი, 2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტშ იმერეთის რეგიონული ჰაბის/HUB პრეზენტაცია გაიმართა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს
წარმომადგენლებმა პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი იმერეთის რეგიონული ჰაბის/HUB პრეზენტაცია
გამართეს.
პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები ჰაბის როლსა და ფუნქციებს,
ასევე პროექტის სამომავლო გეგმებს გაეცნენ. პრეზენტაციას ადგილობრივი
თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, მცირე ბიზნესის
წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა
და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური
სამინისტროს მიერ. პროექტის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან
ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის
110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს
ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის
მთელი საქართველოს მასშტაბით.