22 იანვარი, 2018
ხევი – არგვეთას ახალი საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა
ხევი – არგვეთას ახალი საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. საგზაო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, თვითმმართველობისა და კონკრეტული უბნების მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მოიცავდა.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებას, საქართველოს მთავრობა, საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.
პროექტის აღწერა:
• ხევი – უბისა შორაპანი – არგვეთის საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 14.7 კმ – ია.
• საპროექტო მონაკვეთი იწყება თბილისი – ლესელიძეს საავტომობილო გზის 185 – ე კმ – ზე და სრულდება ამავე გზის 200 კმ – ზე სოფელ არგვეთასთან.
• პროექტით გათვალისწინებულია ხიდების (ჯამური ოდენობა 10) და გვირაბების (გვირაბები 6 ორმაგი გვირაბი, სიგრძით 399 – დან 1166 მ – მდე) მშენებლობა.
• პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა: გადასასვლელები სოფლის გზებისთვის; გადასასვლელები პირიტყვისთვის;
• საპროექტო სიჩქარე 100 კმ / სთ.
• გზის ჯამური სიგანე 27 მ.