22 იანვარი, 2018
ხარაგაულის მრევლი ჩხერიმელაში განიბანა
19 იანვარს, ყოვლადუსამღვდელოესის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის – მელქისედეკ (ხაჩიძის) ლოცვა-კურთხევით ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მდინარე ჩხერიმელაში წყალში განბანვის რიტუალი ჩატარდა.
ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა
ანტონმა (სულთანიშვილი) ჩხერიმელა აკურთხა და მრევლი წყალში განბანა.