19 იანვარი, 2018
გობრონეთში ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა მოეწყო
სოფელ გობრონეთში, ვახტანგ ბოლქვაძის საცხოვრებელთან, საავტომობილო გზა
არასოდეს ყოფილა. ოჯახში, სადაც 3 პენსიონერი ცხოვრობს, ზამთრის მარაგს
წლების განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალიდან ხელით ეზიდებოდნენ.
ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ბოლქვაძეები
სამანქანე გზით წელს პირველად ისარგებლებენ. ინფრასტრუქტურული პროექტების
ფარგლებში, გაიჭრა ახალი გზა, მოეწყო ზედა და ქვედა საყრდენი კედლები,
რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარი დაიხარჯა.