19 იანვარი, 2018
თეატრალური დასი „აზდაკის ბაღი“ სიღნაღს ეწვია
18 იანვარს, სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით, ქალაქ სიღნაღს ინტეგრირებული თეატრალური დასი „აზდაკის ბაღი“ ეწვია.
თეატრალურმა დასმა სიღნაღის თეატრში სპექტაკლი „კაცია ადამიანი?!“
გამართა. მასში მონაწილეობა თექვსმეტმა შშმ პირმა და ექვსმა ტიპიური
განვითარების მსახიობმა მიიღო.
სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რასაც მოწმობდა თეატრის სავსე დარბაზის ოვაციები.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები „სოციალური თერაპიის უმწეოთა კავშირის“ ბენეფიციარებს ესტუმრებიან.