იზრუნე ტესტები
მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
წყალტუბოს
ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში
დაიწყება. შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საზედამხედველო
კომპანიის ,,Eptisa"-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შადრევნის რეაბილიტაცასთან ერთად პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშოც მოეწყობა.