18 იანვარი, 2018
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, „eptisa”-ას პროექტების ციკლის მართვის ექსპერტ ენტონი ლითლისთან შეხვედრა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, „eptisa”-ას პროექტების ციკლის მართვის ექსპერტ ენტონი ლითლისთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის
ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვის გასაუმჯობესების ტექნიკური
დახმარებაა.
კერძოდ, ექსპერტი მუნიციპალიტეტს დაეხმარება ქალაქის გამწმენდი
ნაგებობის პროექტის მომზადების საკითხებში, მიაწვდის მნიშვნელოვან
მითითებებს. ასევე წინა საპროექტო, ფინანსურ - ეკონომიკურ კვლევას,
პროექტის ტექნიკურ სპეციფიკას, პროექტის დიზაინის სარემონტო დოკუმენტაციის
შეფასების კრიტერიუმებს.