18 იანვარი, 2018
ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა.
ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის ჩართულობით, ჭიათურის საჰაერო საბაგირო
გზები „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12
ფინალისტს შორის მოხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 იანვარს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.
საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის
გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო
მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში.
ევროპის
მასშტაბით 200-მდე ძეგლიდან მხოლოდ 12 შეირჩა და მათგან ორი ქართული
კულტურული მემკვიდრეობაა-ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი.
7 ძეგლის საბოლოო სია, მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდება". ევროპა ნოსტრა"
უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე,
დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო
მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო
დაფინანსების წყაროების გამოყენებით