18 იანვარი, 2018
ქუთაისის მერი თურქული კომპანია ,,ეს ემ კა"-ს წარმომადგენლებს და დასავლეთ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ირაკლი ტურძელაძეს შეხვდა
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და ვიცე-გუბერნატორ გრიგოლ
დალაქიშვილთან ერთად თურქული კომპანია ,,ეს ემ კა"-ს წარმომადგენლებს და
დასავლეთ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ირაკლი
ტურძელაძეს შეხვდა.
ქალაქის მერმა კომპანიისგან 24 საათიანი
წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოისმინა და
წარმომადგენლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებისკენ
მოუწოდა.
აქვე განაცხადა, რომ მოსახლეობას მეტი დისკომფორტი აღარ უნდა შეექმნას და კომპანიას ამორტიზირებული
გზის საფარის დროულად აღდგენისკენ მოუწოდა. ქალაქის მერის განცხადებით,
მაქსიმალურად გააკონტროლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადებს, ხარისხს,
რათა ქუთაისმა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლა დროულად შეძლოს და
მოსახლეობას დროში გაწელილი სამუშაოებით პრობლემები არ შეექმნას. ,,ჩვენ
მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ქალაქის ყველა უბანში მიმდინარე სამუშაოებს,
რომელსაც კომპანია ,,ეს ემ კა" ასრულებს და მათგან ზუსტ ვადებს და თარიღს
მოვითხოვთ.
ასევე გავაკონტროლებთ იმას თუ რამდენად მალევე მოხდება გზის
საფარის აღდგენა კომპანიის მიერ იმისთვის, რომ მოსახლეობას კიდევ
დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
წყალქცევები და დროში გაწელილი სამუშაოები. ქალაქი 24 საათიან
წყალმომარაგებაზე გაწერილ ვადებში უნდა გადავიდეს ,"-განაცხადა ქუთაისის
მერმა გიორგი ჭიღვარიამ.