izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
16 იანვარი, 2018
10 საინტერესო ფილმი სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის
ფილმების ყურება ყველას უყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად ეს მოზარდობის ასაკში, როცა გოგონები ცხოვრების არსში ერკვევიან და ყველაფერი აინტერესებთ. გთავაზობთ, ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც გამორჩეულად უყვართ თინეიჯერ გოგონებს.
1. A Cinderella Story  (კონკიას ამბავი) 
- გათანამედროვებული ვერსია კონკიას ისტორიის, თინეიჯერ გოგონებს განსაკუთრებულად დაგაინტერესებთ, რადგან მოქმედება მეოცე საუკუნეში ხდება.


2. Wild Child (ველური ბავშვი) - 16 წლის პოპი მური გათამამებული და თავის თავზე შეყვარებული გოგონაა მდიდარი ოჯახიდან, რომელიც ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. როდესაც პოპის მორიგი წვეულება კვლავ სკანდალით სრულდება, მამა მას მკაცრი წესების მქონე ინგლისურ სკოლაში აგზავნის.


3. The Lizzie Mcguire Movie (ლიზი მაგუარის ისტორია) - ცამეტი წლის სკოლის მოსწავლე ლიზი მაგუაიერი და მისი მეგობრები გორდო, კეიტი და ესანი აპირებენ მაგარი დროის გასატარებლად მათი იტალიაში გამგზავრების დროს.


4. Material Girls (რეალური გოგონები) - დებმა ავე და ტანზე მარჩეტებმა მამისგან მრავალმილიონიანი მემკვიდრეობა და წარმატებული კოსმეტიკური ფირმა მიიღეს. მათი ცხოვრება საინტერესოა თინეიჯერი გოგონებისთვის.


5. Aquamarine (აკვამარინი) - თორმეტი წლის დაქალები მთელ თავისუფალ დროს  კლუბში ზღვის სანაპიროზე ატარებენ. ერთხელაც შტორმის შემდეგ კლუბის აუზში ისინი შემთხვევით პოულობენ ქალთევზას სახელად აკვამარინი.


6. Mean Girls (ცუდი გოგონები) - კენდი ჰერონმა ბავშვობა აფრიკაში თავის ბოტანიკოს მშობლებთან გაატარა და გადაწყვიტა, რომ ყველაფერი იცის ჯუნგლების კანონის შესახებ.


7. Camp Rock (მუსიკალური არდადეგები) - მთავარი გმირი მიჩი ისეთ ბანაკში ჩადის სამუშაოდ, სადაც მდიდრების შვილები ისვენებენ. ყველანი ერთად მღერიან, ცეკვავენ და მრავალ კონკურსში მონაწილეობენ, მაგრამ...


8. The Parent Trap (მახე მშობლებისთვის)- ჰოლი პარკერიმზიან კალიფორნიაში იდეალურ მამასთან ერთად  ცხოვრობს. მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს.


9. New York Minute (ნიუ იორკის გაელვება) – ფილმი 17 წლის ტყუპი დების, ჯეინის და როქსის რაიანების თავგადასავლების მხიარული ისტორიას მოგვითხრობს.


10. Legally Blonde (ქერათმიანი ადვოკატი) - ელი ვუდსს ყველაფერი ჰქონდა. მისი სკოლის ქალური ორგანიზაციის პრეზიდენტობა, ჰავაის ტროპიკული გოგონას სახელი კამპუსის კალენდარში და ამ ყველაფრის გარდა ბუნებრივი ქერა იყო. მაგრამ უორნერს ერთი რამ აფერხებდა: ელი ზედმეტად ქერა იყო მისთვის.



რას ამბობენ ჩვენზე