იზრუნე ტესტები
მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ხულოში საახალწლო კვირეული გრძელდება. დღეს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ალილოს“ კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდა. კონცერტმა მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.