12 იანვარი, 2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
და მრავალშვილიან ოჯახებს, საახალწლო საჩუქრები გაუკეთა.
თვითმმართველობის
სახელით საკვები პროდუქტები და ტკბილეული 12 ოჯახს, საკრებულოს
თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიუტანეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ
შობა – ახალი წელი მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
როგორც ვახტანგ
ღამბაშიძემ და დეპუტატებმა აღნიშნეს, მათი სტუმრობით და მოკრძალებული
საჩუქრებით, ისინი შეეცადნენ ერთი დღე გაელამაზებინათ, როგორც შშმ პირთა,
ისე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. მუნიციპალიტეტი სადღესასწაულოდ
სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს, ყოველ წელს ახორციელებს.