12 იანვარი, 2018
ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში, რკინა-ბეტონის საფარი დაიგო
ვაშლოვანის დასახლებაში აღმაშენებლის ქუჩაზე დასრულდა გზის 200 მეტრი სიგრძის
მონაკვეთის მოწყობის სამუშაოები. ქუჩაზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო.
ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მოწყობის სამუშაოები არასდროს
განხორციელებულა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გრუნტის გზაზე
გადაადგილება როგორც ფეხით ასევე ავტომობილებისათვის დისკომფორტს ქმნიდა,
ნალექიან ამინდში გზაზე ჩამონადენი ნიაღვარი და ტალახი გადაადგილებას კიდევ
უფრო აძნელებდა.
დღეს მოსახლეობას უკვე მოწესრიგებული გზით შეუძლია ისარგებლოს.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 45 701 ლარით დაფინანსდა.