11 იანვარი, 2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის პროცესი მოინახულეს
საჩხერის
მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს
თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების
წარმომადგენლებთან ერთად სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის პროცესი
მოინახულეს.
სასწრაფო დახმარების ახალ შენობას ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს "გოლდ ენდ ბრო" 133 866 ლარად ასრულებს. თანხის
95% რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოიყო.