საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო სიახლეები
10 იანვარი, 2018
ჭიათურაში ღვარცოფის შედეგად დატბორილი ქუჩების გასაწმენდად, სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეც ავტომობილი მუშაობს
ჭიათურაში, რუსთაველის ქუჩაზე მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიტბორა. არსებული ვითარება ადგილზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და მერის მოადგილემ გივი მოდებაძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

,, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადგილობრივ ხელმძღვანელობას და მივიღე დაპირება, რომ პრობლემის გადაჭრა ოპერატიულად დაიწყება. პირველ ეტაპზე, საშევარდნოს კლდეზე ძლიერი წვიმების შედეგად დაგროვილი წყლის დაშრობა მოხდება, სამომავლოდ კი, ღვარცოფის თავიდან აცილების მიზნით შეწყდება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც - განუცხადა პაატა ნადირაძემ ადგილობრივებს.

ამ დროისათვის, რუსთაველის ქუჩაზე სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეც ავტომობილი მუშაობს და დასუფთავების სამსახურის ჯგუფებთან ერთად, სავალი ნაწილის გადარეცხვა მიმდინარეობს.