10 იანვარი, 2018
საირხისა და ჭორვილის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
საჩხერის მუნიციპალიტეტში საირხისა და ჭორვილის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის
სამსახურის უფროსთან დიმიტრი გოდაბრელიძესა და საკრებულოში საირხის
ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან იაგო ბერიძესთან ერთად
მოინახულა.
ამჟამად ნადირაძეებისა და ლაშხების უბანში შიდა ქსელის
მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტს
მუნიციპალური განვითარების ფონდი 10 250 005 ლარით აფინანსებს.